ჩინეთში „კოვიდ 19“-ის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

ჩინეთში „კოვიდ 19“-ის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

1374205
ჩინეთში „კოვიდ 19“-ის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

ჩინეთში ქალაქ, უხანიდან გავრცელებული ახალი კორონავირუსით (კოვიდ -19) ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 27 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 3099-ს მიაღწია.  ინფორმაციას ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომიტეტი ავრცელებს. ქვეყანაში ბოლო  24 საათში,  კორონავირუსით  კიდევ 44 ადამიანი დაინფიცირდა. ამასთან, ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა სრულმა  რაოდენობამ  52 ათას 45 ადამიანს მიაღწია.  შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი (კოვიდ-19) გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება პირველად გასული  წლის 12 დეკემბერს დაიწყო.


საკვანძო სიტყვები: #კოვიდ-19 , #ჩინეთი

მსგავსი ინფორმაციები