ჩინეთში, კორონავირუსისგან დაღუპულთა ზრდის ტემპი ეცემა

გამოჯანმრთელებულთა საერთო  რაოდენობამ  55404 ადამიანს მიაღწია

1373753
ჩინეთში, კორონავირუსისგან დაღუპულთა ზრდის ტემპი ეცემა

ჩინეთის ქალაქ უხანიდან გავრცელებული ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ -19), ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 28 ადამიანი დაიღუპა და ამით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3072 კაცს მიაღწია.  ინფორმაციას ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომიტეტი ავრცელებს და ხაზს უსვამს, რომ ქვეყანაში ბოლო  24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით  კიდევ 99 ადამიანი დაინფიცირდა და ამით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 80651 კაცს მიაღწია, რომლებთაგანაც 5489 ინფიცირებულის მდგომარეობა ჯერ კიდევ მძიმეა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა საერთო  რაოდენობამ  კი 55404 ადამიანს მიაღწია.  შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი (კოვიდ-19) გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება პირველად გასული  წლის 12 დეკემბერს დაიწყო



მსგავსი ინფორმაციები