კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 80 ათასს მიაღწია

დაღუპულთა რაოდენობა კი 2945-მდე გაიზარდა

1371169
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 80 ათასს მიაღწია

ჩინეთის ქალაქ უხანიდან გავრცელებული ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ -19), ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 31 ადამიანი დაიღუპა და ამით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2945-ს მიაღწია.  ინფორმაციას ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომიტეტი ავრცელებს და მისი მიხედვითვე, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 79949 კაცი გახდა, რომლებთაგანც 47204 კაცი გამოჯამრთელდა და საავადმყოფოდან გამოეწერა.  შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი (კოვიდ-19) გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება პირველად გასული  წლის 12 დეკემბერს დაიწყო



მსგავსი ინფორმაციები