გუტერესმა იდლიბში კონფლიქტის მხარეებს დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა

გუტერესმა იდლიბში კონფლიქტის მხარეებს დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა

1369019
გუტერესმა იდლიბში კონფლიქტის მხარეებს დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერესმა იდლიბში კონფლიქტის მხარეებს დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. გუტერესმა გუშინ, გაერო-ს შტაბბინაში, იდლიბში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.  „განსაკუთრებით ბოლო 2 დღის განმავლობაში რეგიონში მიმდინარე შეტაკებებით ძალზედ შეშფოთებული ვარ. სირიაში მიმდინარე კონფლიქტებიდან ამჟამინდელი მართლაც და შემაშფოთებელია. დაუყონებლივ შესაბამისი ზომები თუ არ გატარდება, სიტუაცია შეიძლება უფრო დაიძაბოს. ბოლო სამი თვის განმავლობაში რეგიონში დაახლოებით 1 მილიონმა ადამიანმა იძულებული გახდა საკუთარი საცხოვრებელი სახლი მიეტოვებინა. სკოლებსა და სამედიცინო დაწესებულებებზე საჰაერო თავდასხმები ხორციელდება. ვისთანაც საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ვაწარმოებ, ყველას მოუწოდებ, რომ ცეცხლის შეწყვეტა დაუყონებლივ უნდა მოხდეს“, განაცხადა ანტონიო გუტერესმა.



მსგავსი ინფორმაციები