ნატო გააგრძელებს თურქეთის მხარდაჭერას
ნატო გააგრძელებს თურქეთის მხარდაჭერას
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თურქეთი მათი მნიშვნელოვანი პარტნიორია რა, მხარდაჭერას სამომავლოდაც გააგრძელებენ. მან მაის შესახებ დღეს, ნატო-ს ელჩების საგანგებო სხდომის შემდეგ პრესკონფერენციის დროს განაცხადა. „მე მათ მოვუწოდებ შეწყვიტონ თავდასხმები, პატივი სცენ საერთაშორისო კანონმდებლობას და მხარი დაუჭირონ გაერო-ს მცდელობებს, მოხდეს სიტუაციის მშვიდობიანი დარეგულირება. დღევანდელი შეხვედრა ნათელი ნიშანია თურქეთისადმი სოლიდარობის. თურქეთი არის ნატო-ს მოქმედი მოკავშირე და მას უწევს ყველაზე მეტის გადატანა სირიაში არსებული საშინელი კონფლიქტის გამო. ნატო აგრძელებს თურქეთის მხარდაჭერას სხვადასხვა ზომებით, მათ შორის საჰაერო თავდაცვით, რომელსაც შეუძლია ქვეყანა სირიიდან მომდინარე სარაკეტო თავდასხმებისგან დაიცვას“ განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
შეგახსენებთ, რომ სირიის იდლიბის რეგიონში, რეგიონის მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის მყოფ თურქეთის შეიარაღებულ ძალებზე რეჟიმის ძალების მხრიდან განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად ბოლო მონაცმებით 33 თურქი სამხედრო დაიღუპა, 32 კი დაშავდა, რის შემდეგაც თურქეთის თხოვნით, ნატო-მ საგანგებოდ შეკრების გადაწყვეტილება მიიღო.
მსგავსი ინფორმაციები
ნიგერიაში 10 წლის წინ ბოკო ჰარამის მიერ გატაცებული 387 ადამიანი გაათავისუფლეს
ნიგერიაში 10 წლის წინ ბოკო ჰარამის მიერ გატაცებული 387 ადამიანი გაათავისუფლეს