კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 2400-ს გადააჭარბა
კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 2400-ს გადააჭარბა
ჩინეთში ქალაქ, უხანიდან გავრცელებული ახალი კორონავირუსით (2019-nCoV) ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 97 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 2444-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომიტეტი ავრცელებს. უწყების ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 648 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დადასტურებული შემთხვევების მთლიანი რაოდენობა კი ამ დროისათვის 76 936-მდე გაიზარდა, რომელთაგან 10 968-ის მდგომარეობა მძიმეა. დღემდე ვირუსით ინფიცირებული 22 888 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება პირველად გასული წლის 12 დეკემბერს დაიწყო.
მსგავსი ინფორმაციები
ნიგერიაში 10 წლის წინ ბოკო ჰარამის მიერ გატაცებული 387 ადამიანი გაათავისუფლეს
ნიგერიაში 10 წლის წინ ბოკო ჰარამის მიერ გატაცებული 387 ადამიანი გაათავისუფლეს