იტალიაში  კორონავირუსის პირველი მსხვერპლი დაფიქსირდა

იტალიაში  კორონავირუსის პირველი მსხვერპლი დაფიქსირდა

1364605
იტალიაში  კორონავირუსის პირველი მსხვერპლი დაფიქსირდა

იტალიაში  ახალი კორონავირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა. ორივე მათგანი ქვეყნის ჩრდილოთ რეგიონებიდან,  ლომბარდიაში და კასალპუსტერლენგოში დაფიქსირდა. იტალიაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ  ამ დროისათვის 79-ს მიაღწია რა, მათგან ორი გარდაიცვალა, 1 გამოჯანმრთელდა, ხოლო 76-ის მდგომარეობა ამ დროისათვის დადებითია. ქვეყანაში, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო ხელისუფლებამ საგანგებო ზომებს მიმართა. ვირუსის გამო მრავალ ქალაქში და რეგიონებში გაუქმდა სასწავლო პროცესი, გადაიდო ყველა სპორტული თუ სხვა სახეობის ღონისძიება, მათ შორის ფეხბურთიც.


საკვანძო სიტყვები: #მსხვერპლი , #კორონავირუსი , #იტალია

მსგავსი ინფორმაციები