კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 250-ს გადააჭარბა

კორონავირუსი ამ დროისთვის მსოფლიოს 25 ქვეყანაშია გავრცელებული

1351259
კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 250-ს გადააჭარბა

ჩინეთში ქალაქ, უხანიდან გავრცელებული ახალი კორონავირუსით (2019-nCoV) გარდაცვლილთა რიცხვი ბოლო მონაცემებით 259-მდე  გაიზარდა. ჩინეთის ჯანმრთელობის ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისათვის ინფიცირებულია 11 700-ზე მეტი ადამიანი. მათგან 1800-ის მდგომარეობა მძიმეა.

შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში საგანგებოდ შეკრებილმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაავადების ჩინეთს გარეთ გავრცელების გამო კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

მეორეს მხრივ კორონავირუსი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშიც ვრცელდება. ახალი კორონავირუსის გამო, იტალიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. იგი ამ დროისთვის მსოფლიოს 25 ქვეყანაშია გავრცელებული. ეს ქვეყნებია: ჩინეთი (11 810), ავსტრალია  (9), კამბოჯა  (1), კანადა  (4), ფინეთი  (1), საფრანგეთი  (6), გერმანია (7), ინდოეთი (1), იტალია  (2), იაპონია (17), მალაიზია  (7), ნეპალი (1), ფილიპინები (1), რუსეთი  (2), სინგაპური (13), სამხრეთ კორეა  (11), ესპანეთი (1), შრი ლანკა (1), შვედეთი (1), ტაივანი  (9), ტაილანდი (19), გაერთიანებულ არაბთა საეიმიროები  (4), გაერთიანებული სამეფო  (2), აშშ  (6) და ვიეტნამი (5).

აღსანიშნავია, რომ ყველა, გარდაცვალების 259 შემთხვევა ამ დროისათვის მხოლოდ და მხოლოდ  ჩინეთში ფიქსირდება.



მსგავსი ინფორმაციები