კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 130-ს გადააჭარბა

კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 130-ს გადააჭარბა

1349503
კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 130-ს გადააჭარბა

ჩინეთში ქალაქ, უხანიდან გავრცელებული ახალი კორონავირუსით (2019-nCoV) გარდაცვლილთა რიცხვი ბოლო მონაცემებით 132-მდე გაიზარდა. ინფიცირებულია 5975 ადამიანი, რომელთაგან 1239-ის მდგომარეობა მძიმეა.  ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული  კომისია აცხადებს.   გარდა ამისა, ზოგიერთ ქალაქში შეჩერებულ იქნა ბენზინგასამართი სადგურების, საავადმყოფოების, აფთიაქების და ბაზრების გარეთ მოქმედი საწარმოები. მეორეს მხრივ ჩინეთის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად 144 მილიონი დოლარი გამოყვეს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთში ქალაქ, უხანიდან გავრცელებული ახალი კორონავირუსი სხვა ქვეყნებშიც დაფიქსირდა. მათ შორის გახლავთ ტაილანდი (14), იაპონია (7), სამხრეთ კორეა (4), აშშ (5), ვიეტნამი (2), სინგაპური (5), მალაიზია (3), ნეპალი (1) საფრანგეთი (3) და ავსტრალია (3) ნეპალი (1), კანადა (1), შრი-ლანკა (1). 



მსგავსი ინფორმაციები