ჰაფტერი ესკალაციას ზრდის

მან საექსპორტო ნავსადგურები დაიკავა

1343296
ჰაფტერი ესკალაციას ზრდის

 

გერმანიაში, დღეისთვის დაგეგმილი ლიბიის კონფერენციის წინ, მეამბოხე გენერლის, ჰაფტერის მომხრეები განაგრძობენ ნაბიჯების გადადგმას დაძაბულობის ესკალაციისთვის. მის ფარგლებში ჰაფტერის შეიარაღებული დაჯგუფების მომხრეებმა დაიკავეს ნავთობის ისეთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პორტები, როგორებიცაა ბრეგა, რას ლანუფი, ჰარიგა, ზუვეტინი და სიდრა. ლიბიის ნავთობპროდუქტების ეროვნულმა ორგანომ უარყოფითი რეაგირება მოახდინა რა ამ ოკუპაციაზე, აღნიშნა რომ ეს ოკუპაცია "ბერლინის კონფერენციის" წინ,  ჰაფტერის ხელის გასაძლიერებლად განხორციელდა. ამავე ორგანოს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საექსპორტო პორტების დახურვასთან ერთად, ყოველდღიურად 800 ათასი ბარელი ნავთობის დაკარგვა ხდება, რაც დაახლოებით 55 მილიონი დოლარის ზიანის ეკვივალენტია. გაერომ ასევე გამოაცხადა, რომ შეშფოთებულია ნავთობის ექსპორტის შეფერხების გამო.



მსგავსი ინფორმაციები