საფრანგეთში ანტისამთავრობო აქციები გრძელდება

საფრანგეთში ანტისამთავრობო აქციები გრძელდება

1342962
საფრანგეთში ანტისამთავრობო აქციები გრძელდება

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, მთავრობის მიერ საპენსიო რეფორმების გამპროტესტებლები იმ მუზეუმში შეჭრას შეეცადნენ, სადაც პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი იმყოფებოდა. პარიზში, ემანუელ მაკრონის  ერთ-ერთ მუზეუმში ყოფნის შესახებ ზოგიერთი ჟურნალისტების მხრიდან  გავრცელებული  ინფორმაციის შემდეგ აქციის მონაწილეებმა თეატრის წინ შეიკრიბნენ. საპენსიო რეფორმების გამპროტესტებელი აქციის მონაწილეები მაკრონის საწინააღმდეგო  ლოზუნგებს გაიძახოდნენ. თეატრში შესვლის მსურველ აქციის მონაწილეებს, პოლიციამ ამის ნება არ მისცა. მაკრონმა თეატრი სამართალდამცველების თანხლებით დატოვა. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში გასული წლის 5 დეკემბრიდან მოყოლებული მთავრობის მიერ საპენსიო რეფორმების შესახებ მომზადებული პაკეტის წინააღმდეგ ანტისამთავრობო აქციები გრძელდება.



მსგავსი ინფორმაციები