სამხრეთ კორეას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს

ჩუნგ უი ჰვა

1340727
სამხრეთ კორეას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ჯაე ინიმ,   ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე,  ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე,  ჩუნგ უი ჰვა დანიშნა. სააგენტო Yonhap-ის ცნობით, სამხრეთ კორეის პრეზიდენტის პრესცენტრიდან გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა მუნ ჯაე ინიმ  პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე,  ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ჩუნგ უი ჰვა გუშინ საღამოს დანიშნა. ინიმ პრესასთან საუბარში  თქვა, რომ პრემიერ-მინისტრს მისცემს უფრო მეტ ადმინისტრაციულ როლს და უფლებამოსილებას. ჩუნგ უი ჰვა,  2018 წლის მაისამდის  ორი წლის განმავლობაში ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.



მსგავსი ინფორმაციები