ტრამპი ირანს ღიად ემუქრება

ტრამპი ირანს ღიად ემუქრება

1332796
ტრამპი ირანს ღიად ემუქრება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ერაყში მათ საელჩოზე განხორციელებულ თავდასხმის ორგანიზებაში  ირანი დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ირანი ამის საფასურს აუცილებლად გადაიხდის. ტრამპმა საკითხთან დაკავშირებით განცხადება სოციალურ ქსელ, Twitter-ზე გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ირანმა ამერიკელი კონტრაქტორი მოკლა, ბევრი დაჭრა. ჩვენ მტკიცედ ვუპასუხეთ და ყოველთვის ასე მოვიქცევით. ახლა კი ირანმა ერაყში აშშ-ის საელჩოზე თავდასხმის ორგანიზება განახორციელა. ისინი სრულად აგებენ ამაზე პასუხს. ამასთან, ველით, რომ ირანი საელჩოს დასაცავად თავის ძალას გამოიყენებს“.

შეგახსენებთ, რომ ბაღდადში აშშ-ის მიერ ერაყში, ირანთან დაახლოებული  საბრძოლო დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლა“-ს ობიექტებზე მიტანილი იერიშის გამო ხსენებული დაჯგუფების მხარდამჭერებმა, ბაღდადში ამერიკის საელჩოს დარბევას შეეცადნენ. მეორეს მხრივ დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლა“-ს ძალებმა კირკუკის რეგიონში კოალიციის ძალებზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც, ერთი ამერიკის მოქალაქე დაიღუპა, 6 ჯარისკაცი დაშავდა, მათ შორის 4 ამერიკელი. ამის საპასუხოდ კი პენტაგონმა განაცხადა, რომ ერაყსა და სირიაში ჰეზბოლას 5 სამიზნე დაბომბეს.



მსგავსი ინფორმაციები