თალიბანი თავდასხმებს საახალწლოდაც აგრძელებს

თალიბანი თავდასხმებს საახალწლოდაც აგრძელებს

1332906
თალიბანი თავდასხმებს საახალწლოდაც აგრძელებს

ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე თახარის პროვინციაში თალიბანის ბოევიკებსა  და უსაფრთხოების ძალებს შორის მომხდარი შეტაკების დროს 7 სამართალდამცველი დაიღუპა. თახარის პროვინციის პოლიციის სამმართველოს პრესსპიკერის, ჰალილ ესირის განცხადებით, თალიბანის ბოევიკებმა პოლიციის საგუშაგოზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც სამართალდამცველებსა და თალიბანის ბოევიკებს შორის შეტაკება მოხდა. მისივე განცხადებით მომხდარი შეტაკების დროს 7 სამართალდამცველი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. თალიბანის  ბოევიკებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი შეტაკების დროს 11 ბოევიკის ლიკვიდირება მოხდა, 6 კი დაიჭრა. საკითხთან დაკავშირებით თალიბანმაც გააკეთა განცხადება, რომელშიც ისინი აღნიშნავენ, რომ 16 სამართალდამცველი მოკლეს. მეორეს მხრივ, თალიბანებმა ასევე ბელჰის და ქუნდუზის პროვინციებშიც  განახორციელეს საგუშაგოებზე თავდასხმა, რის შედეგადაც 20 უსაფრთხოების სამსახურის წევრი დაიღუპა. თალიბანმა ამ თავდასხმაზეც გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ 30 სამართალდამცველი მოკლეს.



მსგავსი ინფორმაციები