ფილიპინებში ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

ფილიპინებში ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

1331992
ფილიპინებში ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

 ფილიპინებში ტაიფუნ „ფანფონი“-ს  შედეგად ბოლო მონაცემებით დაღუპულთა რიცხვი 47-მდე გაიზარდა.  ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ქვეყნის კატასტროფის რისკების შემცირების და მართვის ეროვნულ განყოფილებაზე დაყრდნობით იუწყება. დაღუპულებს შორის არიან მოზარდებიც. ამავე ინფორმაციით ტაიფუნის შედეგად ბოლო მონაცემებით ასევე დაშავებულია 143 ადამიანიც.  სტიქიურმა უბედურებამ კუნძულოვან ქვეყანაში საათში 190 კილომეტრის სიჩქარის ქარი და ძლიერი წვიმა გამოიწვია. შედეგად ათობით დასახლება დაიტბორა. სტიქიის ზონიდან ათასობით მოსახლის ევაკუაცია განხორციელდა და ასევე  გადაიდო ასობით ავიარეისი. შეფერხებით ფუნქციონირებს საზღვაო მიმოსვლაც. რეგიონში ჯერ კიდევ დაკარგულად მიჩნეული ადამიანების სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ რომდე გრძელდება. კუნძულოვან ქვეყანაში,  2013 წელს ტაიფუნმა „ჰაიანმა“  7 ათას 300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა  და 5 მილონზე მეტი იძულებით მიგრაციაში წავიდა.



მსგავსი ინფორმაციები