ერდოღანმა სომალის პრეზიდენტს სამძიმარი გამოუცხადა

ერდოღანმა სომალის პრეზიდენტს სამძიმარი გამოუცხადა

1331528
ერდოღანმა სომალის პრეზიდენტს სამძიმარი გამოუცხადა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, სომალის პრეზიდენტ  მუჰამედ აბდულაჰ მუჰამედს ტელეფონით ესაუბრა და ორი დღის წინ ქვეყნის დედაქალაქ მოგადიშოში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულების გამო სამძიმარი გამოუცხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, პრეზიდენტის აპარატის კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს. ერდოღანმა, მუჰამედს სატელეფონო საუბრის დროს კიდევ ერთხელ განუცხადა, რომ თურქეთი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლოს საკითხში ყოველგვარი დახმარებისათვის როგორც წარსულში, ამჟამად და სამომავლოდაც მზად არის. შეგახსენებთ, რომ სომალის დედაქალაქ მოგადიშოში შაბათ დღეს წინასწარ დანაღმული ავტომობილი საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე უნივერსიტეტის სტუდენტების გადაადგილების  დროს  აფეთქდა რა, 90  ადამიანი, მათ შორის ორი თურქი დაიღუპნენ.



მსგავსი ინფორმაციები