აშშ-მ სომალიში აშ-შაბაბის წინააღმდეგ მორიგი საჰაერო ოპერაციები განახორციელა

აშშ-მ სომალიში აშ-შაბაბის წინააღმდეგ მორიგი საჰაერო ოპერაციები განახორციელა

1331955
აშშ-მ სომალიში აშ-შაბაბის წინააღმდეგ მორიგი საჰაერო ოპერაციები განახორციელა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გასული კვირის შაბათ დღეს, სომალის დედაქალაქ მოგადიშოში განხორციელებული ტერაქტის შემდეგ, რომელსაც ბოლო მონაცემებით 90 ადამიანის სიცოცხლე  შეეწირა, ქვეყანაში მოქმედი ტერ-ორგანიზაცია,  „აშ შაბაბი“-ს წინააღმდეგ მორიგი საჰაერო ოპერაციები განახორციელა. აშშ-ს აფრიკაში სამხედრო კონტინგენტიდან (AFRICOM) გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სომალის ფედერალურ მთავრობასთან კოორდინირებულად ტერ-ორგანიზაცია აშ-შაბაბის წინააღმდეგ ოთხი საჰაერო ოპერაცია განახორციელეს, რის შედეგადაც ოთხი ტერორისტის ლიკვიდირება მოხდა.  შეგახსენებთ, რომ სომალის დედაქალაქ მოგადიშოში შაბათ დღეს წინასწარ დანაღმული ავტომობილი საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე უნივერსიტეტის სტუდენტების გადაადგილების  დროს  აფეთქდა რა, 90  ადამიანი, მათ შორის ორი თურქი დაიღუპნენ.



მსგავსი ინფორმაციები