ღაზას სექტორიდან ნასროლმა რაკეტამ  ნეთანიაჰუს აშკელონში საარჩევნო კამპანია შეაწყვეტინა

ღაზას სექტორიდან ნასროლმა რაკეტამ  ნეთანიაჰუს აშკელონში საარჩევნო კამპანია შეაწყვეტინა

1329776
ღაზას სექტორიდან ნასროლმა რაკეტამ  ნეთანიაჰუს აშკელონში საარჩევნო კამპანია შეაწყვეტინა

მაშინ როდესაც, ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, ღაზის სექტორის მახლობლად მდებარე ქალაქ აშკელონში საარჩევნო კამპანიას ეწეოდა და  სპეციალურად მოწყობილ სცენაზე სიტყვით გამოდიოდა, მოულოდნელად გამაფრთხილებელი სიგნალები ჩაირთო. გამაფრთხილებელი სიგნალების ჩართვის მიზეზი კი ღაზის სექტორიდან გაშვებული რაკეტა გახდა. ისრაელის მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბენიამინ ნეთანიაჰუ აშკელონში პარტია „ლიკუდის“  მიერ გამართულ მიტინგს ესწრებოდა. მიტინგის დროს ოკუპირებული ღაზის სექტორიდან რაკეტის სროლის ხმა გაისმა, რის შედეგადაც გამაფრთხილებელი სიგნალი ჩაირთო. გამაფრთხილებელი სიგნალის ჩართვისთანავე დაცვამ ბენიამინ ნეთანიაჰუ მაშინვე  თავშესაფარში გადაიყვანა რა,  სიგნალების ჩაქრობის შედმეგ ნეთანიაჰუმ მიტინგი ისევ განაგრძო. მეორეს მხრივ, ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა „რკინის გუმბათი“-ს საშუალებით ღაზას სექტორიდან გაშვებული რაკეტა მოიგერიეს. რაკეტის სროლაზე პასუხისმგებლობა არცერთ პალესტინურ დაჯგუფებას არ აუღია.



მსგავსი ინფორმაციები