წარმომადგენელთა პალატამ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა

წარმომადგენელთა პალატამ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა

1325859
წარმომადგენელთა პალატამ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ, დონალდ ტრამპს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების და კონგრესის მუშაობისთვის ხელის შეშლის ბრალდებით იმპიჩმენტი გამოუცხადა. პრეზიდენტ ტრამპის  იმპიჩმენტს ხმა დემოკრატების სრულმა შემადგენლობამ მისცეს, წინააღმდეგ კი რესპუბლიკელები გამოვიდნენ. შეგახსენებთ, რომ წარმომადგენელთა პალატის შემდეგ იმპიჩმენტის საკითხის საბოლოო გადაწყვეტილება სენატმა უნდა მიიღოს, რომელშიც უმრავლესობა რესპუბლიკელებით არის დაკომპლექტებული. ამერიკის ისტორიაში ტრამპი გახლავთ მესამე პრეზიდენტი, ენდრიუ ჯონსონის და ბილ კლინტონის შემდეგ რომელსაც წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი გამოუცხადა. წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილებას დონალდ ტრამპი პირველად მიჩიგანის შტატში მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას გამოეხმაურა და მას დემოკრატიული პარტიის „პოლიტიკური თვითმკვლელობა“ უწოდა. ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის  პროცედურა 25 სექტემბერს დაიწყო. ამის მიზეზი კი  25 ივლისს,  ტრამპი-ზელენკის სატელეფონო საუბარი გახდა.



მსგავსი ინფორმაციები