მაიკ პომპეო ირანს აფრთხილებს

მაიკ პომპეო ირანს აფრთხილებს

1323304
მაიკ პომპეო ირანს აფრთხილებს

ამერიკის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ირანს,  ერაყში, ირანის მიერ მხარდაჭერილი ძალების მიერ მათ სამხედროებზე ან მოკავშირეებზე თავდასხმების შემთხვევაში დაუყონებლივ პასუხის გაცემით ემუქრება. პომპეომ ბოლო დროს ერაყში განვითარებული მოვლენების შესახებ, რომლებზეც პასუხისმგებლობას ირანს აკისრებს, წერილობითი განცხადება გაავრცელა. „ირანის მომხრეებმა, ბოლო დროს ერაყის, ამერიკის და კოალიციის სამხედროების ბაზებზე თავდასხმები განახორციელეს. მათ შორის 9 დეკემბერს ბაღდადში აეროპორტის მახლობლად მდებარე ბაზაზე. ამერიკა,  ერაყის სამხედროებთან მჭიდროდ თანამშრომლობს. ირანის მომხრეები თუ ამ თავდასხმებს არ შეწყვეტენ, მათ დაუყონებლივ გავცემთ შესაბამის პასუხს,“ ნათქვამია, პომპეოს მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში.  



მსგავსი ინფორმაციები