ნიგერში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ათეულობით სამხედრო დაიღუპა

ნიგერში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ათეულობით სამხედრო დაიღუპა

1321999
ნიგერში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ათეულობით სამხედრო დაიღუპა

ნიგერიის დასავლეთით მდებარე ტილაბერის რეგიონში სამხედრო ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ბოლო მომაცემებით 70 სამხედრო დაიღუპა. ნიგერიის მედიის მიერ უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტილაბერის რეგიონში სამხედრო ბაზაზე თავდასხმა გუშინ საღამოს განხორციელდა. ტერორისტები, რომლებიც მძიმე იარაღებით იყვნენ აღჭურვილი,   სამხედრო ბაზას ავტომობილებით და მოტოციკლეტებით მიუახლოვდნენ რა, ირგვლივ მასიური ცეცხლი გახსნეს. არაოფიციალური განცხადებით, ტერორისტების მიერ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ სამართალდამცველების მიერ საპასუხო ცეცხლის გახსნის  შედეგად ასევე 57 ტერორისტის ლიკვიდირებაც მოხდა. თავდასხმის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტმა ეგვიპტეში ვიზიტი შეწყვიტა და სამშობლოში დაბრუნდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ რადიკალურ მოძრაობას არ აუღია.



მსგავსი ინფორმაციები