არჩევნები ჰონგ-კონგში

არჩევნები ჰონგ-კონგში

1311977
არჩევნები ჰონგ-კონგში

ჩინეთის ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციულ რეგიონში რამდენიმე თვიანი საპროტესტო გამოსვლების ჩრდილ ქვეშ გამართულ ადგილობრივ არჩევნებში დემოკრატიის მომხრეებმა, პეკინის მომხრეთა წინააღმდეგ გაიმარჯვეს და საკრებულოს მანდატების უმრავლესობა მოიპოვეს.    

დემოკრატიის მომხრეებმა ქალაქში, სადაც 7 მილიონ 400 ათასი ადამიანი ცხოვრობს, 18 საარჩევნო ოლქში საკრებულოს 452 წევრის გამოსავლენად ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებში გაიმარჯვა და მომდევნო წელს გასამართ საპარლამენტო არჩევნების წინ პოზიციები გაიმყარეს.

არჩევნებში მონაწილეობის მაჩვენებელი 71,2 პროცენტი იყო, 4 მილიონ 130 ათასი რეგისტრირებული ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა 2 მილიონი 940 ათასმა მიიღო და დემოკრატიის მომხრეებმა, მუნიციპალური საბჭოებში მანდატების რაოდენობის მიხედვით, ჩინელების მომხრეთა სასარგებლოდ არსებული სურათი საპირისპიროდ შეცვალეს.

ჰონგ-კონგის რეესტრისა და საარჩევნო ოფისის საბოლოო მონაცემების თანახმად, პროდემოკრატებმა 18 საარჩევნო ოლქიდან 17-ში გაიმარჯვეს.

ჩინეთის მოწინააღმდეგეებმა ადგილობრივ არჩევნებში ხმების 76.1%-ით 452 მანდატიდან 344 მოიპოვეს.

ადგილობრივ არჩევნებში პეკინის მომხრეებმა ხმების 12.8 პროცენტით მხოლოდ 58 ადგილი მიიღეს, ხოლო დამოუკიდებელმა კანდიდატებმა 9,1 პროცენტით 41 ადგილის მიღება შეძლეს.  

კანდიდატები, რომლებმაც ადგილობრივ არჩევნებში გაიმარჯვეს, თავიანთ რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების სახელით 1200 კაციან კომიტეტში შესვლით მთავრობის შექმნისთვის ხმის მიცემის უფლებაც ექნებათ.


საკვანძო სიტყვები: #არჩევნები , #ჰონგ-კონგი , #ჩინეთი

მსგავსი ინფორმაციები