ავღანეთში აშშ-ს კუთვნილი ვერტმფრენი ჩამოვარდა

ავღანეთში NATO-ს ბაზაზე მომსახურე ამერიკის შეერთებული შტატების შენაერთების კუთვნილი ვერტმფრენი ჩამოვარდა

1309759
ავღანეთში აშშ-ს კუთვნილი ვერტმფრენი ჩამოვარდა

ავღანეთში NATO-ს ბაზაზე მომსახურე ამერიკის შეერთებული შტატების შენაერთების კუთვნილი ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 2 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა.

ავღანეთში NATO-ს ძალებში გაკეთებული განცხადების თანახმად, შემთხვევის მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ წინასწარი გამოკვლევების თანახმად, კატასტროფა მტრის მიერ გახსნილი ცეცხლით გამოწვეული არ არის.

არ გავრცელებულა ინფორმაცია კატასტროფის ადგილის და დაღუპულების შესახებ.

თალიბების მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ს ვერტმფრენი ლოგარის პროვინციის დაბა ჩარჰში მილიტანებმა ჩამოაგდეს.


საკვანძო სიტყვები: #ვერტმფრენი , #აშშ , #ავღანეთი

მსგავსი ინფორმაციები