რუსეთი ქერჩის სრუტესთან ახლოს დაკავებულ საბრძოლო გემებს დღეს უკრაინას გადასცემს

რუსეთი, შავ ზღვაში ქერჩის სრუტესთან ახლოს დაკავებულ საბრძოლო გემებს დღეს უკრაინას გადასცემს

1308275
რუსეთი ქერჩის სრუტესთან ახლოს დაკავებულ საბრძოლო გემებს დღეს უკრაინას გადასცემს

რუსეთი, შავ ზღვაში ქერჩის სრუტესთან ახლოს დაკავებულ საბრძოლო გემებს დღეს უკრაინას გადასცემს.

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურში გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ ქერჩის სრუტეში დაკავებული სამი უკრაინული საბრძოლო გემი გადასაცემად ქერჩის სრუტიდან გავიდა.

„უკრაინასთან მიღწეული შეთანხმების მიხედვით, გემები „ნიკოპოლი“, „იანა კაპუ“ და „ბერდიანსკი“ 18 ნოემბერს შეთანხმებულ ადგილზე იქნება გადაცემული - აღნიშნულია გაცხადებაში.

რუსულმა საბრძოლო გემებმა, გასულ წლის ნოემბრის თვის ბოლოს შავ ზღვაში ქერჩის სრუტესთან ახლოს ტერიტორიული წყლების დარღვევის ბრალდებით უკრაინის საზღვაო ზალების კუთვნილი სამი გემი და მათზე მყოფი პერსონალი დააკავეს.

საზღვაო სამართლის საერთაშორისო სასამართლომ მაისში რუსეთის მიერ დაკავებული 3 უკრაინული საბრძოლო გემის და ეკიპაჟის 24 წევრის გათავისუფლების გადაწვეტილება მიიღო.

რუსეთსა და უკრაინას შორის ქერჩის სრუტეში კრიზისის შემდეგ, დაკავებული ტყვეებისა და პატიმრების გაცვლა, მათ შორის 24 უკრაინელი მეზღვაურიც, სექტემბერში მოხდა.   


საკვანძო სიტყვები: #გემები , #შავი ზღვა , #უკრაინა , #რუსეთი

მსგავსი ინფორმაციები