ვლადიმერ პუტინ-ანგელა მერკელს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ვლადიმერ პუტინ-ანგელა მერკელს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

1304895
ვლადიმერ პუტინ-ანგელა მერკელს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს ტელეფონით ესაუბრა. კრემლიდან გავრცელებული ინფორმაციით, პუტინ-მერკელს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს უკრაინის საკითხზე გაამახვილეს ყურადღება. მათივე განცხადებით, სატელეფონო საუბრის დროს  პრეზიდენტმა პუტინმა, კანცლერ მერკელს  უთხრა, რომ უკრაინის კანონმდებლობაში აუცილებელია დონბასის განსაკუთრებული სტატუსის ასახვა. ლიდერებმა სატელეფონო საუბრის დროს ასევე კიდევ ერთხელ დასძინეს, რომ  მინსკის შეთანხმების შესრულების მნიშვნელობა აუცილებელია. რუსეთის და გერმანიის ლიდერებმა  ტელეფონით ასევე ისაუბრეს უკრაინის გავლით რუსული ბუნებრივი აირის ევროპაში ტრანზიტის პირობებზეც. ანგელა მერკელისა და ვლადიმერ პუტინის საუბრის მთავარი თემა ასევე იყო სირიის და რეგიონის ქვეყნების  კონფლიქტები.



მსგავსი ინფორმაციები