გაერო თურქეთ-რუსეთის შეთანხმებას მიესალმება

გაერო თურქეთ-რუსეთის შეთანხმებას მიესალმება

1293662
გაერო თურქეთ-რუსეთის შეთანხმებას მიესალმება

გაეროს პრესმდივნის მოადგილემ ფარჰან ჰაქმა განაცხადა, რომ გენერალური მდივანი ანტონიო გუტერესი, სირიაში  დაძაბულობის შესამცირებლად და მშვიდობიანი მოქალაქეების დასაცავად მიღწეულ ყველა შეთანხმებას მიესალმება. ფარჰან ჰაქმა ყოველდღიურ ტრადიციულ პრესკონფერენციის დროს, თურქეთ-რუსეთს შორის სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთის ნაწილთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება შეაფასა და აღნიშნა: „გენერალური სამდივნო, დაძაბულობის შემცირების და სამოქალაქოების დაცვის მიზნით, საერთაშორისო კანონმდებლობის ფარგლებში მიღწეულ ყოველგვარ შეთანხმებას მიესალმება. რაც შეეხება რეგიონში მიგრანტების დაბრუნებას, ნებაყოფილებით უსაფრთხო გარემოში უნდა მოხდეს.“ მეორეს მხრივ,  გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა სირიაში,   გეირ პედერსენმა  განაცხადა, რომ სირიის საკონსტიტუციო კომიტეტი 30 ოქტომბერს შეიკრიბება.


საკვანძო სიტყვები: #შეთანხმება , #რუსეთი , #თურქეთი , #გაერო

მსგავსი ინფორმაციები