გაეროს უშიშროების საბჭომ ოპერაცია “მშვიდობის წყარო“ დახურულ სხდომაზე განიხილა

აშშ-მ და რუსეთმა თურქეთის ოპერაციის დაგმობის წინადადებას მხარი არ დაუჭირეს

1286026
გაეროს უშიშროების საბჭომ ოპერაცია “მშვიდობის წყარო“ დახურულ სხდომაზე განიხილა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოზე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა თურქეთის ოპერაციის დაგმობის წინადადებას მხარი არ დაუჭირეს.

გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭომ ევროკავშირის წევრი 5 ქვეყნის მოთხოვნით სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები და თურქეთის ოპერაცია “მშვიდობის წყარო“ დახურულ სხდომაზე განიხილა.

ზოგიერთმა ქვეყანამ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ოპერაციის ერთობლივი განცხადებით დაგმობის წინადადება წამოყენა, თუმცა აშშ-მა და რუსეთმა მას თანხმობა არ გამოუცხადეს.

ორივე ქვეყანამ გაკეთებულ განცხადებებში სიტყვა „დაგმობა“ არ გამოიყენა.



მსგავსი ინფორმაციები