ზელენსკიმ კიოდოს კითხვებს უპასუხა

“ბაიდენების გამოძიების შესახებ აშშ-გან ოფიციალური რაიმე მოთხოვნა არ მოსულა“

1283702
ზელენსკიმ კიოდოს კითხვებს უპასუხა

 

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ, იაპონიის საინფორმაციო სააგენტო Kyodo-სთან საუბრისას, აშშ-ის დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატის ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის უკრაინაში გასამართლების შესაძლებლობებს შეეხო და თქვა: ”აშშ–ის პროკურატურის მხრიდან  ბაიდენისა და მისი შვილის შესახებ გამოძიების  ოფიციალური თხოვნის შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას ერთობლივი საგამოძიებო კომიტეტი, რომელიც ნაბიჯებს გადადგამს უკრაინის და საერთაშორისო კანონების ფარგლებში.” იგი შეეხო საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებულ იდეებს, თითქოსდა დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარში მას დააძალა ბაიდენების წინააღმდეგ სარჩელის აღძვრა, თქვა, რომ მასზე არავის არასდროს ზეწოლა არ მოუხდენია და არც რაიმე პირობები წამოუყენებია. მისივე აზრით, უკრაინა არ უნდა შედიოდეს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების სკანდალებში. უკრაინის ანტიკორუფციული პროკურატორის სპეციალური პროკურორის, ნაზარ ჰოლოდნიცკის განცხადებით, გამოძიება უკრაინის ენერგოკომპანია Burisma- ს მიმართ, რომლის აღმასრულებელი საბჭოს წევრიც ჰანტერ ბაიდენი არის, დასრულდა 2017 წელს, რადგან, კორუფციის დამამტკიცებელი რაიმე სამხილი არ გამოვლინდა



მსგავსი ინფორმაციები