აშშ-ის გენერალურ შტაბს ახალი უფროსი ჰყავს

ეს თანამდებობა დანფორდმა მილეს გადაულოცა

1279524
აშშ-ის გენერალურ შტაბს ახალი უფროსი ჰყავს

 

აშშ-ის გენერალური შტაბის უფროსმა, არმიის გენერალმა ჯოზეფ დანფორდმა, ვირჯინიის მაიერ-ჰენდერსონის სამხედრო ბაზაზე გამართულ ცერემონიაზე თავის თანამდებობა გადააბარა სახმელეთო ჯარების სარდალს, არმიის გენერალ მარკ მილეს. ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს არმია  მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გახდა და მასში მოკრძალებული წვლილი შეიტანა ასევე დანფორდმაც. მარკ მილეს კანდიდატურა ტრამპმა, გასული წლის დეკემბერში Twitter-ით გავრცელებულ მესიჯში გამოაცხადა. ამით მილე, აშშ-ს გენერალური შტაბის მე–20 უფროსი გახდა და ქვეყანაში იგი ქარიზმატული პერსონით და კიდევ, კონფლიქტურ ზონებში ქალების ჩართულობის მხარდაჭერითაა ცნობილი. 2015 წლიდან მილე, აშშ-ის სახმელეთო ჯარების მეთაურად მსახურობდა.
 



მსგავსი ინფორმაციები