აშშ საუდის არაბეთში სამხედრო აღჭურვილობას გააგზავნის

აშშ საუდის არაბეთში სამხედრო აღჭურვილობას გააგზავნის

1277320
აშშ საუდის არაბეთში სამხედრო აღჭურვილობას გააგზავნის

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ამარკოს თავდასხმების გამო საუდის არაბეთში 200 სამხედროს, საჰაერო თავდაცვის ბატარეა „პატრიოტ“-ს და 4 მოკლე რადიუსის სარადარო სისტემას გააგზავნიან.

პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონათან ჰოფმანმა ამ საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „საუდის არაბეთზე მომხდარი ბოლო თავდასხმების ფონზე და მათი მოთხოვნის საფუძველზე, მინისტრმა მარკ ესპერმა განაცხადა, რომ აშშ სამეფოში ამ აღჭურვილობებს გააგზავნის: ერთ ბატარეა „პატრიოტს“, 4 სენტინელის რადარს და დაახლოებით 200 სამხედრო.“

ჰოფმანის თქმით, ეს აღჭურვილობა, საუდის არაბეთის სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურის დაცვას მოემსახურება და საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის უნარის გაზრდაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ მინისტრმა დამატებითი ძალების მომზადებაზეც თანხმობა განაცხადა და დაამატა: „ეს დამატებითი ძალები, „პატრიოტი“-ს 2 ბატარეას და ერთ ტერმინალის მაღალი სიმაღლის ველის თავდაცვის (THAAD) სისტემას მოიცავს.“



მსგავსი ინფორმაციები