მოჰამედ ბინ-სალმანმა   ჯამალ ხაშოგის მკვლელობაზე ყველა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო

მოჰამედ ბინ-სალმანმა   ჯამალ ხაშოგის მკვლელობაზე ყველა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო

1276741
მოჰამედ ბინ-სალმანმა   ჯამალ ხაშოგის მკვლელობაზე ყველა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო

საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა მოჰამედ ბინ-სალმანმა ჟურნალისტ,  ჯამალ ხაშოგის სტამბოლში,  საუდის არაბეთის საკონსულოში ჩადენილი სასტიკი მკვლელობა საკუთარ თავზე აიღო. მის შესახებ  ამერიკულ ტელეარხ,  PBS-ს  „ფრონტლაინის“ დოკუმენტური ფილმების ციკლის ანონსში  გამოქვეყნდა. ჟურნალისტ, მარტინ სმიტის  დოკუმენტური ფილმი „ფრონტლაინი“ ეთერში 1 ოქტომბერს გავა. ფილმების  ანონსში მოჰამედ ბინ-სალმანი აცხადებს: „ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით ყველა პასუხისმგებლობას მე ვიღებ,  რადგან,  ეს  ფაქტი ჩემი სამსახურში ყოფნის დროს მოხდა“. დოკუმენტურ ფილმში მუჰამედ ბინ-სალმანი  აცხადებს, რომ არ იცოდა ჟურნალისტთან დაკავშირებული ამბის შესახებ. ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ მოხდა მსგავსი ფაქტი ისე, რომ ეს ბინ-სალმანმა არ იცოდა? ასე უპასუხა:  „საუდის არაბეთში  20 მილიონი ადამიანი ცხოვრობს  და ამათგან სამი მილიონი საჯარო მოხელეა, რომელთაც თავისი დღის წესრიგი,  აქვთ და შეუძლებელია იმის ცოდნა, თუ რას აკეთებს თითოეული მათგანი“. შეგახსენებთ, რომ Washington Post-ის საუდელი ჟურნალისტი ჯემალ ხაშოგი  2018 წლის 2 ოქტომბერს სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში მეუღლესთან გაყრის შესახებ საბუთის ასაღებად მივიდა, სადაც იგი  სასტიკი მეთოდით  მოკლეს.



მსგავსი ინფორმაციები