აშშ-ის სენატმა, უიღურელი თურქების კანონპროექტი მიიღო

პეკინის ძალმომრეობის თაობაზე დეტალური მოხსენების მომზადება ითხოვება

1268787
აშშ-ის სენატმა, უიღურელი თურქების კანონპროექტი მიიღო

 

აშშ-ის სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ჩინეთის მხრიდან უიღურელი თურქების მიმართ დისკრიმინაციის პოლიტიკის შესახებ ყოვლისმომცველი ანგარიშის მომზადებას ითვალისწინებს. დემოკრატი სენატორის, ბობ მენენდესის და რესპუბლიკელი სენატორის, მარკო რუბიოს მიერ მომზადებული კანონპროექტი სახელწოდებით “უიღურების ადამიანის უფლებების შესახებ კანონი“ სენატმა მიიღო და მისი მიხედვით, აშშ-ის შესაბამისმა ინსტიტუტებმა, ”ჩინეთის მთავრობის მიერ სინჯიანის უიღურელ თურქთა ავტონომიურ რეგიონში ზეწოლა-დისკრიმინაციისა” და ”დაახლოებით 1 მილიონი უიღურელი თურქის საკონცენტრაციო ბანაკებში”  განთავსების თაობაზე დეტალური მოხსენება უნდა მოამზადონ. გარდა ამისა, ეს კანონპროექტი, ამერიკაში გაქცეული უიღური თურქების ჩინეთში მცხოვრები ოჯახის წევრებისა თუ ნათესავ-ახლობლების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების, მუქარებისა და გატაცებების თაობაზე გამოძიების დაწყებასაც ითხოვს. როგორც ცნობილია მთელი მსოფლიო საზოგადოებრიობა აკრიტიკებს და გმობს პეკინის მხრიდან უიღურების საკონცენტრაციო ბანაკებში განთავსებას და მათ მიმართ აქ განხორციელებულ არა ადამიანურ მოპყრობას და ჩაგვრა-წამების ქმედებებს  



მსგავსი ინფორმაციები