კოსოვოში ვადამდელი არჩევნები დაინიშნა

იგი 6 ოქტომბერს შესდგება

1258936
კოსოვოში ვადამდელი არჩევნები დაინიშნა

 

კოსოვოს პრეზიდენტ ჰაშიმ ტაჩის პრეს სამსახურიდან გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი დაეყრდნო რა ქვეყნის კონსტიტუციას და შესაბამის კანონებს, ვადამდელი არჩევნების 6 ოქტომბრისათვის დანიშვნის დადგენილება მიიღო. ამ დადგენილებაზე დაყრდნობით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაევალა, მიიღოს და გაატაროს ვადამდელი არჩევნების ჩატარება-ორგანიზებისათვის ყველა საჭირო ზომები. 22 აგვისტოს ჩატარებულ პარლამენტის გენერალურ სესიაზე ხმის უმრავლესობით მიიღეს პარლამენტის დათხოვნის გადაწყვეტილება, რამაც გზა გაუხსნა ახალ, ვადამდელ არჩევნებს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი რამუშ ჰარადინაი წინა თვეს გადადგა, რადგან, ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალმა, რომელიც იძიებს კოსოვოს გათავისუფლების არმიის მებრძოლების მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებს, მისი კოსოვოს სპეციალურ სასამართლოში დაკითხვის გადაწყვეტილება მიიღო



მსგავსი ინფორმაციები