ინდოეთში  წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 200-ს გადააჭარბა

ინდოეთში სეზონური მუსონური წვიმები, ყოველწლიურად ივნისიდან სექტემბრამდე მოდის და ქვეყანას დიდ ზარალს აყენებს

1251910
ინდოეთში  წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 200-ს გადააჭარბა

ინდოეთის სამხრეთ-დასავლეთით კერძოდ კი არნატაკას, კერალას და მაჰარაშტრას შტატებში ძლიერი წვიმების შედეგად წარმოქმნილი წყალდიდობის და მეწყერის გამო  ბოლო მონაცემებით გასული კვირის ოთხშაბათიდან დღემდე  დაღუპულთა რიცხვი,  201-მდე გაიზარდა. ინდური საინფორმაციო სააგენტო „Press Trust of India“  (PTI) იტყობინება, რომ კერალას შტატში დაკარგულ 50 ადამიანის ძებნა ამ დრომდის გრძელდება, ამიტომ შესაძლოა დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს. მათივე ინფორმაციით ძლიერი წვიმების გამო დაზარალებული დაახლოებით 290 ათასი ადამიანი სპეციალურ ბანაკებში იქნენ გადაყვანილი.  მეორეს მხრივ ინდოეთში გუჟარატას შტატშიც ასევე ძლიერი წვიმების შედეგად წარმოქმნილი წყალდიდობის და მეწყერის შემდეგად 31 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის დედა და 9 თვის ბავშვიც. ინდოეთში სეზონური მუსონური წვიმები, ყოველწლიურად ივნისიდან სექტემბრამდე მოდის და ქვეყანას დიდ ზარალს აყენებს.



მსგავსი ინფორმაციები