ჩინეთში ტაიფუნის გამო განგაშია გამოცხადებული

ჩინეთის აღმოსავლეთში ხვალ მოსალოდნელი ტაიფუნ „ლიკიმა“-ს გამო წითელი დონის განგაშია გამოცხადებული

1250577
ჩინეთში ტაიფუნის გამო განგაშია გამოცხადებული

ჩინეთის აღმოსავლეთში ხვალ მოსალოდნელი ტაიფუნ „ლიკიმა“-ს გამო წითელი დონის განგაშია გამოცხადებული.

ეროვნული მეტეოროლოგიური ცენტრის ინფორმაციით, ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე პროვინცია სისიანში წარმოქმნილი ტაიფუნი სავარაუდოდ მიმდებარე რეგიონებზეც მოხდენს გავლენას.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ლიკიმა“ მიმდინარე წელში მეცხრე ტაიფუნია, მან საათში 209 კილომეტრ სიჩქარეს მიაღწია და სისიანის შემდეგ მისი სიჩქარე საათში 13 კილომეტრამდე შემცირდება და ქვეყნის შიდა ნაწილებისკენ ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით გავრცელდება.   

დღეს ადგილობრივი დროით დაახლოებით 08.00 საათზე პროვინცია სისიანის ტურისტულ კუნძულ ბეისიდან 200 ტურისტის ევაკუაცია განხორციელდა და საბორნო მიმოსვლა შეჩერდა.


საკვანძო სიტყვები: #ტაიფუნი , #ჩინეთი

მსგავსი ინფორმაციები