ტრამპი რესპუბლიკელ სენატორებს შეხვდება

განიხილავენ თურქეთისა და S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემების საკითხს

1239239
ტრამპი რესპუბლიკელ სენატორებს შეხვდება

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, თურქეთისა და S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემების საკითხის დეტალურად განხილვის მიზნით, თეთრ სახლში მიიწვია წამყვანი რესპუბლიკელი სენატორები. ამერიკული პოპულარული გაზეთის, ვაშინგტონ პოსტის მიხედვით, რომელიც ეყრდნობა ამ შეხვედრის ორგანიზატორების განცხადებას, ტრამპსა და სენატორებს შორის პირისპირი შეხვედრა ოვალურ ოფისში, სამშაბათს, 23 ივლისს, ადგილობრივი დროით 16:00 საათზე შესდგება. გუშინწინ გავრცელებულ ბოლო განცხადებაში, ტრამპმა, ობამას ადმინისტრაცია თურქეთის მიმართ დაშვებულ შეცდომებში დაადანაშაულა, ამიტომაც უარი თქვა ანკარისადმი ეკონომიკური სანქციების შემოღებაზე. როგორც ცნობილია, თურქეთის მხრიდან რუსული S-400 სისტემის შეძენის გამო, ამერიკამ თურქეთი გარიცხა F-35 გამანადგურებლების პროექტიდან



მსგავსი ინფორმაციები