დღეს სრებრენიცას გენოციდის კიდევ 33 მსხვერპლი დაკრძალეს

გენოციდს მინიმუმ 8 ათას 372 ადამიანი ემსხვერპლა

1234300
დღეს სრებრენიცას გენოციდის კიდევ 33 მსხვერპლი დაკრძალეს

ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მომხდარ ყველაზე დიდ ტრაგედიად აღიარებული სრებრენიცას გენოციდის კიდევ 33 მსხვერპლი პოტაჩარის მემორიალურ სასაფლაოზე დაკრძალეს. გენოციდს მინიმუმ 8 ათას 372 ადამიანი ემსხვერპლა.  

დაკრძალვისა და ხსოვნის ცერემონიას თურქეთიდან ესწრებოდნენ ახალგაზრდობისა და სპორტის საქმეთა მინისტრი მეჰმედ მუჰარემ ქასაფოღლუ და დეპუტატები, ასევე ქვეყანაში არსებული საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, დიპლომატები, სასულიერო პირები, ადგილობრივი და უცხოეთიდან ჩამოსული ათასობით ადამიანი.

შუა დღის ლოცვის შემდეგ გენოციდის 33 მსხვერპლის დაკრძალვის ლოცვა აღავლინა ბოსნია და ჰერცეგოვინის ისლამური გაერთიანების ხელმძღვანელმა ჰუსეინ კავაზოვიჩმა. მან გამოთქვა იმედი, რომ ის რაც მოხდა სრებრენიცაში, არსად აღარასოდეს მოხდება.

ლოცვის შემდეგ სათითაოდ ჩამოთვალეს გენოციდის 33 მსხვერპლის სახელი, რის შემდეგაც ისინი მათმა ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა მიწას მიაბარეს.

პოტოჩარის მემორიალურ სასაფლაოზე დაკრძალულ მსხვერპლთა რიცხვი 6 ათას 643-მდე გაიზარდა.

წელს დაკრძალულებიდან ყველაზე ახალგაზრდა 16 წლის ასაკში მოკლული ოსმან სვრკი, ყველაზე ხანდაზმული კი 82 წლის ასაკში მოკლული საჰა სვრკი იყო.



მსგავსი ინფორმაციები