აფეთქება და ხანძარი ჩკთრ-ში

აფეთქება და ხანძარი ჩკთრ-ში

1227941
აფეთქება და ხანძარი ჩკთრ-ში

ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის დედაქალაქ ლეფკოშასა და გირნეს შორის მდებარე სოფელი თაშკენთის ახლოს ობიექტის ჩამოვარდნის შემდეგ აფეთქება მოხდა.

აფეთქების შედეგად კი ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

რეგიონში, სადაც მიახლოების უფლებას უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები არ იძლევიან, ცეცხლი მოსჩანს.

ადგილი დაათვალიერა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის ვიცეპრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ქუდრეთ ოზერსოიმ, რომელმაც გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „პირველადი დასკვნები მიანიშნებს, რომ ობიექტი, რომელმაც აფეთქება გამოიწვია არის ან ასაფეთქებლის გადამტანი საჰაერო აპარატი ან პირდაპირ ასაფეთქებელი (რაკეტა). ნამსხვრევებზე არსებული წარწერები და სხვა არაპირდაპირი მტკიცებულები დაგვეხმარება მოკლე დროში გავარკვიოთ ზუსტად რა არის.“

მისივე თქმით, აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია და ასევე არ არიან დაშავებულები.

მომხდარის ადგილზე ჩატარებული გამოკვლევის დროს საჰაერო აპარატის ძრავის ნამსხვრევები იქნა აღმოჩენილი. საყურადღებოა, რომ ნამსხვრევებზე რუსული წარწერებია.

მომხდარის ადგილზე ასევე მივიდნენ პრეზიდენტი მუსტაფა აქინჯი, თურქეთის ელჩი ლეფკოშაში ალი მურათ ბაშჩერი და უსაფრთხოების ძალების სარდალი ბრიგადის გენერალი ტევფიკ ალგანი.

აქინჯიმ აღნიშნა: „პირველადი დათვალიერებით შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ის ერთ-ერთი ცუდი სიკეთე, რაც რეგიონის ომიდან ჩვენ გვერგო.“

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.  



მსგავსი ინფორმაციები