დღევანდელობა და ჩინეთი

აქტუალური თემის ანალიზი 26/2019

1225645
დღევანდელობა და ჩინეთი

აქტუალური თემის ანალიზი 26/2019

დღევანდელობა და ჩინეთი

ქუდრეთ ბულბული

ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის პროფესორი

პრეზიდენტი  რეჯეფ თაიფ ერდოღანი   ამ თვის ბოლოს იაპონიაში გასამართ G 20-ის სამიტში მონაწილეობის  შემდეგ,  ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვევა.

ახლა  საკითხთან დაკავშირებით ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის პროფესორ ქუდრეთ ბულბულის შეფასებას გთავაზობთ...

მაშინ, როდესაც თურქეთიდან ამ ქვეყანაში მაღალი რანგის ვიზიტი ხორციელდება, ჩინური მედია არ ვიცი, მაგრამ, თურქულ მედიაში ჩინეთის საწინააღმდეგო ინფორმაციები სისტემატურად ვრცელდება. დღის წესრიგში უმეტეს წილად უიღურების საკითხი დგება. უიღურების თემასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაციები რამდენად მართალია, რამდენად დასავლურ წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდება, რამდენად თურქეთ-ჩინეთის ურთიერთობების დაძაბვას ემსახურება, არ ვიცი, მაგრამ,  ყველა ეს ინფორმაცია, ჩინეთთან ურთიერთობებზე ახალი კითხვის ნიშნებს ბადებს. მიუხედავად სირთულეებისა, ამ სტატიაში ჩინეთის ხედვასთან და პოლიტიკასთან დაკავშირებით შეფასებები მინდა გავაკეთო, რადგან ამ  გაუგებარ საკითხთან დაკავშირებით  მედიაში გავრცელებული ინფორმაციები   არც თურქეთის, არც ჩინეთის და არც უიღურების სასარგებლოდ არ არის მიმართული.  უფრო მეტიც,  გავრცელებული ინფორმაციები ყველა მხარეში   ეჭვს ბადებს.

2019 წლის 12-20 ივნისს ანკარაში ჩინეთის საელჩოს ორგანიზებით სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისაგან შემდგარი   7 კაციანი  ჯგუფი  ჩინეთში სამუშაო ვიზიტით ჩავედით. მინდა გადმოქცეთ ის,  რაც ამ ვიზიტის ფარგლებში ვნახე ჩინეთში.

ზოგადი მიმოხილვა: ჩინეთი 1.4 მილიარდიანი მოსახლეობით მსოფლიოს 20%-ს შეადგენს. მისი ტერიტორია კი ზოგიერთ კონტინენტზეც დიდია. ჩინეთში ჩემი დიდი ყურადღება  მიიქცია, შემოსავლის გარკვეულ დონეზე ასვლამ  და ინფრასტრუქტურის გამართულობამ.  ეს ყველაფერი სადაც  კი არ წავედით,  ყველგან ნათლად გვეცემოდა თვალში. პეკინში და შანხაიში ჩასულები,  ვერ წარმოიდგენენ თუ ჩინეთში იმყოფებიან. ეს ქალაქები იაპონიის, ან კიდევ დასავლეთის ქვეყნებიდან ყველაზე განვითარებულ ქალაქს უფრო მოგაგონებთ.    ზოგიერთ სხვა ქვეყნების დიდი ქალაქებში  დაუგეგმავი ურბანიზაციის მაგალითების ჩინეთში ნახვა შეიძლება ითქვას, რომ შეუძლებელია.  ფართო გზები,  დიდი პარკები,  ინფრასტრუქტურა და მაღალი ხეები შეიძლება ითქვას, რომ იქ არსებული ცათამბჯენების   საზოგადოებაზე ზეგავლენას მნიშვნელოვნად ამცირებს.  მოგეხსენებათ, რომ მოსახლეობის მხრივ  ჩინეთი  ინდოეთის მსგავსად ხალხმრავალს წარმოადგენს, მაგრამ,  მთლად ეგრეც არ არის. ქუჩაში ისეთი ხალხმრავლობა  არ შეიმჩნევა,  როგორიც დავუშვათ  სტამბოლში.

მეორეც,  ჩინეთში სტანდარტიზაციის ნაკლებობა ნათლად შეიმჩნევა. განსაკუთრებით კი მომსახურების სექტორში,  რადგან აქ ძალიან წარმატებული ადგილებიც არიან და საკმაოდ ჩამორჩენილებიც.

ჩინეთი, მსოფლიო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით მეორე ადგილზეა.  მსოფლიო ეკონომიკაში ჩინეთის წილი 1978 წელს თუ 1,8%-ს შეადგენდა,  2017 წელს ეს რიცხვი 18,7%-მდე გაიზარდა. ჩინეთი ყველაზე მეტი დოლარის რეზერვუარის მფლობელი ქვეყანა გახლავთ მსოფლიოში. მისი ეკონომიკა 2018 წელს 6,6%-ით გაიზარდა. ეს ეკონომიკური განვითარება  სოციალურ ცხოვრებაშიც ნათლად აისახება. მაშინ როდესაც, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჩამოყალიბებიდან, ე.ი.  1949-დან 1978 წლამდე 200 ათასმა ჩინელმა იმოგზაურა საზღვარგარეთ, მხოლოდ გასულ წელს ამ ციფრმა 130 მილიონს გადააჭარბა.

 განვითარებადი ცივილიზაცია: შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთი   ტექნოლოგიის თვალსაზრისით მართლაც ზეგანვითარებადი ქვეყანაა.  ეს  ყველაფერი ჩინეთში  ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ნათლად ჩანს. ვიზიტის ფარგლებში, Huawei-ს  კვლევის ცენტრსაც ვეწვიეთ, რომელშიც  ამ თვალსაზრისით მართლაც და დისტანციური ოპერაციების და დისტანციური სოფლის მეურნეობის დიზაინების ჩვენება მართლაც და მომხიბვლელი გახლდათ. ის რაც ჩინეთმა გააკეთა, შეუძლებელი არ არის. მსგავსის გაკეთება შესაძლებელია თურქეთშიც,  რადგან, მას ამის დიდი პოტენციალი გააჩნია.

აშშ-სთან სავაჭრო ომი? ჩინეთის წინააღმდეგ აშშ-ს საგარეო ვაჭრობის დეფიციტი 2018 წელს 419 მილიარდ დოლარს შეადგენს.  ტრამპის მიერ ‘ძარცვა“-დ შეფასებული ეს დეფიციტი გახდა ზუსტად აშშ-ჩინეთს შორის სავაჭრო ომის დაწყების მიზეზი. მაშინ როდესაც მსოფლიო, აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომზე საუბრობს, ვიზიტის ფარგლებში ყველა შეხვედრაზე ჩინელები ამ ტერმინის გამოყენებისგან თავს იკავებდნენ. ჩინელები ასევე ვერ ხედავენ ამის დასასრულს და აცხადებენ, რომ მზად არიან სამართლიანი კონკურენციისთვის. მათივე თქმით, მაშინ, როდესაც აშშ-ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 800 მილიარდი დოლარია, ამ ურთიერთობების დასრულებას რთულ პროცესად აღიქვამენ.

არის თუ არა ჩინეთი სუპერ ძალა? ჩინეთის ოფიციალური წარმომადგენლები მათ მიმართ ამ ტერმინის გამოყენებისგან თავს იკავებენ. მათი ეს მიდგომა ერთგვარი სტრატეგიაა,  თუ აზიელი ხალხის თავმდაბლობა, არავინ იცის. ბოლოს კი ჩინელების მსოფლმხედველობაზეც ვიტყვი ორიოდეს სიტყვას. ისინი აცხადებენ, რომ რუსეთის ჩათვლის არცერთი ქვეყანა მათი მოკავშირე არ არის, მაგრამ პარტნიორი შეიძლება იყოს.    წერს, ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი, ქუდრეთ ბულბული.



მსგავსი ინფორმაციები