აშშ-ის უპილოტომ იემენში ალ-ქაიდას ობიექტი დაბომბა

ლიკვიდირებულია 5 ბოევიკი

1225034
აშშ-ის უპილოტომ იემენში ალ-ქაიდას ობიექტი დაბომბა

 

აშშ-ის კუთვნილმა უპილოტო საფრენმა აპარატმა, იემენის ალ-ბეიდას პროვინციაში თავდასხმა განახორციელა რადიკალური ტერორისტული ორგანიზაციის, ალ-ქაიდას ობიექტზე, რის შედეგადაც ლიკვიდირებულ იქნა 5 ბოევიკი. ადგილობრივი წყაროების ცნობით, ამერიკულმა უპილოტომ, ელ-ბეიდას პროვინციაში შემავალ ტაიაბის დასახლებას სამი რაკეტა ესროლა და ლიკვიდირება გაუკეთა 5 ტერორისტს, რომელთა შორის 1 რეგიონალურ ლიდერს წარმოადგენდა. ამ თავდასხმის შესახებ ჯერ ჯერობით რაიმე ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია არც აშშ-ს და არც იემენის ხელისუფლებას.  აშშ-ი უპილოტო საფრენი აპარატებით დროდადრო მსგავს თავდასხმებს აწყობს იემენში ალ-ქაიდასა და დეაშის სამიზნეებზე, თუმცა, ამ თავდასხმებს ზოგჯერ სამოქალაქოებიც ეწირებიან



მსგავსი ინფორმაციები