დიმიტრი პესკოვმა S-400-ის შესახებ მორიგი განცხადება გააკეთა

დიმიტრი პესკოვმა S-400-ის შესახებ მორიგი განცხადება გააკეთა

1213584
დიმიტრი პესკოვმა S-400-ის შესახებ მორიგი განცხადება გააკეთა

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა  დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი S-400-ების თურქეთზე გადაცემა დაგეგმილ ვადებში განხორციელდება და ვადის გადაწევის არანაირი საჭიროება არ არსებობს. პესკოვმა აღნიშნული განცხადება მოსკოვში,  თურქეთის S-400-ების შესყიდვასთან დაკავშირებით აშშ-სთან ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხის შეფასებისას  გააკეთა. პესკოვს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ასეთი კითხვა დაუსვა -  თურქეთმა,  S-400-ების შესყიდვასთან დაკავშირებით ამერიკასთან ერთად ჩამოსაყალიბებელი სამუშაო ჯგუფის შესახებ თუ მოგაწოდათ რაიმე სახის ინფორმაცია? რაზეც,  მან ასეთი პასუხი გასცა: „ანკარა ვალდებული არ არის ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ინფორმაცია მოგვაწოდოს. ეს საკითხი ჩვენ არ გვეხება. ჩვენ, თურქ პარტნიორებთან S-400-ების შესყიდვა-გადაცემასთან  დაკავშირებით მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული და პროგრამა დაგეგმილი ვადების მიხედვით გრძელდება. თურქეთს საკუთარი გეგმების სხვა, მესამე ქვეყანასთან განხილვის უფლება აქვს და ეს მათი თემაა.“ შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-ს პრეზიდენტ,  დონალდ ტრამპთან ბოლოს გამართული სატელეფონო საუბრის დროს  S-400  საჰაერო თავდაცვის სისტემების შესახებ ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის წინადადება კიდევ ერთხელ შესთავაზა.



მსგავსი ინფორმაციები