საფრანგეთში „ყვითელ ჟილეტებიანების“ მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა

საფრანგეთში „ყვითელ ჟილეტებიანების“ მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა

1203847
საფრანგეთში „ყვითელ ჟილეტებიანების“ მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა

საფრანგეთში „ყვითელი ჟილეტებიანები“, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის და მთავრობის პოლიტიკის საწინააღმდეგო ანტისამთავრობო აქციებს აგრძელებენ. პარიზში  „ყვითელი ჟილეტიანების“ 27-ე აქცი მაღალი დონის უსაფრთხოების ზომების ფონზე ჩაიარა. მერეს მხრივ,  საფრანგეთის პოლიციამ 15 აპრილს დამწვარი ნოტრ-დამიკათედრალის ირგვლივ აქციის გამართვა აკრძალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით მეთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული აქციებში 15 500 ადამიანი მონაწილეობდა. გუშინდელი აქციების დროს სამი ადამიანი დააკავეს.  შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში, ყვითელ ჟილეტებიანების მიერ საწვავზე ფასის მატების საწინააღმდეგოდ დაწყებული  აქციები, რომლებიც გასული წლის 17 ნოემბერს დაიწყო და  შემდეგ ანტისამთავრობო აქციებში გადაიზარდა,  დღემდის გრძელდება.  გასული წლის 17 ნოემბრიდან დღემდე აქციების დროს 11 ადამიანი დაიღუპა, 2000-ზე მეტი დაშავდა, ხოლო 8400-ზე მეტი დააკავეს.



მსგავსი ინფორმაციები