აშშ-ს მოლაპარაკებები თალიბანთან გრძელდება

მათ შეხვედრას ამჯერად დოჰამ უმასპინძლა

1194326
აშშ-ს მოლაპარაკებები თალიბანთან გრძელდება

 

კატარმა დაადასტურა, რომ მან ამერიკის შეერთებულ შტატებსა და თალიბანს შორის დაწყებული მოლაპარაკებების ახალ რაუნდს უმასპინძლა. კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილობითი განცხადებით, აშშ-სა და თალიბანს შორის ოთხშაბათს, დედაქალაქ დოჰაში  მოლაპარაკებების მორიგი, მესამე რაუნდი დაიწყო და იგი, წინა 2 მოლაპარაკებების მსგავსად მიზნად ისახავს ავღანეთში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარება-განმტკიცებას. დოჰას მოლაპარაკებებზე ძირითადად მხარეებმა განიხილეს ავღანეთიდან უცხოეთის სახელმწიფოების, მათ შორის აშშ-ს სამხედრო ძალების გაყვანისა და ავღანეთის ტერიტორიების სხვა ქვეყნების წინააღმდეგ გამოუყენებლობის ჩარჩო ხელშეკრულების დეტალები. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ კატარი იმედს გამოთქვამს, ეს მოლაპარაკებები, ავღანეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან და სასურველ შედეგს შეიტანს. დოჰაში დაწყებული მოლაპარაკებები დაადასტურა თალიბანის პრეს სპიკერმა ზებიჰულლაჰ მუჯაჰიდმაც. გასული წლის ივლისიდან დაწყებული, ავღანეთში აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი ზალმაი ჰალილზადე, უკვე რიგით მე-5 შეხვედრას მართავს თალიბანებთან



მსგავსი ინფორმაციები