ესპანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა

ესპანეთში გუშინდელი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მიხედვით სოციალისტურმა მშრომელთა პარტიამ (PSOE) გაიმარჯვა

1191540
ესპანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა

ესპანეთში გუშინდელი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მიხედვით სოციალისტურმა მშრომელთა პარტიამ (PSOE) გაიმარჯვა, თუმცა მან მთავრობის მარტო შექმნისათვის საჭირო უმრავლესობა ვერ მოიპოვა.  

ქვეყანაში ბოლო 4 წლის მანძილზე მესამედ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებით ვერც მემარცხენე და ვერ მემარჯვენე ბლოკმა მომდევნო 4 წლის მანძილზე ქვეყნის მართვისათვის საჭირო უმრავლესობა ვერ მიიღო და ეს შედეგი „არსებული პოლიტიკური გაურკვევლობის გაგრძელებად“ შეფასდა.

ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, დათვლილი საარჩევნო ყუთების 97%-ის მიხედვით მოცემული ოფიციალური შედეგებით 350 სავარძლიან პარლამენტში სოციალისტურმა მშრომელთა პარტიამ 122 მანდატი მიიღო და 11 წლის პაუზის შემდეგ ქვეყანაში ნომერ პირველი პოლიტიკური პარტია გახდა. არსებულ მდგომარეობაში უმცირესობის მთავრობასთან ერთად ხელისუფლებაში მყოფმა სოციალისტურმა მშრომელთა პარტიამ მანდატების რაოდენობა, რომელიც 2016 წელში 85 იყო, 45%-ზე მეტით გაზარდა.    

პარლამენტში ასევე მოხვდნენ შემდეგ პარტიები : „მემარჯვენე სახალხო პარტია (PP) 66, ლიბერალი მემარჯვენე მოქალაქეები (C's) 58, რადიკალურად მემარცხენე Unidas Podemos 42, რადიკალურად მემარცხენე Vox 24, კატალონიის რესპუბლიკელი მემარცხენეები (ERC) 15, კატალონიისთვის ერთობა 7, ბასკური ნაციონალისტური პარტია (PNV) 6 და ქვეყნის სხვა ავტონომიურ მმართველობებში მოქმედი მცირე პოლიტიკური პარტიებიდან Eh Bildu 4, Navarra (NA) 2, კანარიის კოალიცია (CC) 2, კომპრომისი 1, კანთაბრიის რეგიონალური პარტია (PRC) 1.“

პრემიერმა და სოციალისტური მშრომელთა პარტიის ლიდერმა პედრო სანჩესმა იმისათვის რომ ქვეყნის მართვა გააგრძელონ მემარცხენე ბლოკის გარდა სეპარატისტული  შეხედულებების მქონე ბასკური და კატალონიური პოლიტიკური პარტიებიც უნდა დაარწმუნონ. მცირე შესაძლებლობის მიუხედავად კიდევ ერთ შესაძლებლობად  სოციალისტური მშრომელთა პარტია-ლიბერალი მემარჯვენე მოქალაქეების კოალიცია სახელდება.



მსგავსი ინფორმაციები