„ყვითელ ჟილეტებიანები“ მაკრონის და მისი მთავრობის პოლიტიკას ისევ აპროტესტებენ

„ყვითელ ჟილეტებიანები“ მაკრონის და მისი მთავრობის პოლიტიკას ისევ აპროტესტებენ

1187332
„ყვითელ ჟილეტებიანები“ მაკრონის და მისი მთავრობის პოლიტიკას ისევ აპროტესტებენ

საფრანგეთში „ყვითელ ჟილეტებიანები“ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის და მისი მთავრობის პოლიტიკის გაპროტესტებას ისევ აგრძელებენ. საწვავის ფასების ზრდის და ცუდი  ეკონომიკური პირობების გასაპროტესტებლად გასული წლის ბოლოს დაწყებული აქციები უკვე 23-ე კვირაა გრძელდება. დედაქალაქ პარიზში გუშინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა მსვლელობის დროს სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ რა, მათ ქვები და ბოთლები დაუშინეს, რის საპასუხოდაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.  გუშინდელი აქციის დროს ასევე 227 პირი დაკავეს. აქციას დაახლოებით 27 ათას 900 ადამიანი ესწრებოდა. როგორც ცნობილია ყვითელ ჟილეტიანებმა საპროტესტო გამოსვლები საწვავის გაძვირებისა და ცუდი ეკონომიკური პირობების გასაპროტესტებლად, გასული წლის 17 ნოემბერს დაიწყეს და იგი შემდეგ მაკრონისა და მისი მთავრობის საწინააღმდეგო გამოსვლებში გადაიზარდა, რომლის დროსაც სულ 11 კაცი დაიღუპა, 2000-ზე მეტი დაშავდა, დაკავებულთა რაოდენობამ 8400 კაცს გადააჭარბა და მათგან 2 ათასამდე დაპატიმრებულ იქნა.

ამ გამოსვლებმა ქვეყნის ეკონომიკას უდიდესი ზიანი მიაყენა



მსგავსი ინფორმაციები