გვატემალას პრეზიდენტობის კანდიდატი აშშ-ში დაკავეს

გვატემალას პრეზიდენტობის კანდიდატი მარიო ამილკარ ორელანა ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ მაიამიში დაკავეს

1186646
გვატემალას პრეზიდენტობის კანდიდატი აშშ-ში დაკავეს

გვატემალას პრეზიდენტობის კანდიდატი მარიო ამილკარ ორელანა ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ მაიამიში დაკავეს.

ადგილობრივ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტობის კანდიდატს ბრალად ედება იარაღის კონტრაბანდა, პოლიტიკურ კონკურენტებზე თავდასხმის გეგმის მომზადება და მექსიკელი ნარკო კონტრაბანდისტებისათვის გვატემალას პორტების გამოყენების შეთავაზება.

პროკურატურაში გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია: „ორელანა, მის ქვეყანაში ივნისში დაგეგმილ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მისთვის დაფინასების უზრუნველმყოფი „სინალოას კარტელისათვის აშშ-ში ნარკოტიკების გაგზავნის დროს გვატემალას პორტების გამოყენების უფლების მიცემის“ ბრალდებით იქნა დაკავებული.

აღნიშნულია რომ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ორელანას შესაძლოა მიესაჯოს „10 წლიდან თავისუფლების სამუდამო აღკვეთამდე“ სასჯელი.

ამერიკის ნარკოტიკებთან ბრძოლის დეპარტამენტის უფლებამოსილებიდან ადოლფუს პ. ვრაითმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ გამოძიებას გვატემალელ უფლებამოსილებთან თანამშრომლობით ჩაატარებენ.

ვრაითის განცხადებით, საერთაშორისო მოკავშირეებთან ერთად ნარკოტიკების კონტრაბანდასთან ბრძოლაში ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში მდებარე მეზობელი ქვეყნების პოლიტიკური სისტემების მომშლელი ამგვარი ქმედებების ამერიკისათვის ზიანის მიყენებას აღკვეთავენ.

 



მსგავსი ინფორმაციები