მადეირაზე  მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

მადეირაზე  მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

1185455
მადეირაზე  მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

პორტუგალიის კუნძულ მადეირაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბოლო მონაცემებით, 29 ადამიანი დაიღუპა. ყველა გერმანელი ტურისტი იყო. კიდევ მრავალი  ადამიანი სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს. პორტუგალიის მედიის ინფორმაციით, ტრაგედია ქალაქ,  კანისუსთან დატრიალდა. წინასწარი ვერსიით, ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა რის  შედეგადაც ავტობუსი  გზიდან გადავარდა და სახლს დაეცა. დაღუპულთა შორის 11 მამაკაცი და 18 ქალია. შემთხვევის ადგილზე გაემგზავრა პორტუგალიის პრეზიდენტი, მარსელუ რებელუ დე სოზა. კუნძულ მადეირაზე მსგავსი შემთხვევა 2005 წელსაც  მოხდა  რა დროსაც 5 იტალიელი ტურისტი დაიღუპა.



მსგავსი ინფორმაციები