აშშ-მ  ხაშოგის მკვლელობაში ბრალდებულებს ამერიკაში  შესვლა აუკრძალა

აშშ-მ  ხაშოგის მკვლელობაში ბრალდებულებს ამერიკაში  შესვლა აუკრძალა

1180108
აშშ-მ  ხაშოგის მკვლელობაში ბრალდებულებს ამერიკაში  შესვლა აუკრძალა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ გაზეთ „ვაშინგტონ პოსტი“-ს ჟურნალისტის ჯემალ ხაშოგის მკვლელობაში ბრალდებულ საუდის არაბეთის 16 მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს ამერიკაში შესვლა აეკრძალა. პომპეოს თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ჟურნალისტის მკვლელობაში ამ პირების როლია. შეგახსენებთ, რომ გაზეთ ვაშინგტონ პოსტის საუდელი ჟურნალისტი,  ჯემალ ხაშოგი გასული წლის 2 ოქტომბერს სტამბოლში, ქორწინების ოფიციალური პროცედურებისთვის  საუდის არაბეთის საკონსულოში მივიდა, რის შემდეგაც   გაუჩინარდა. მოგვიანებით კი  საუდის არაბეთმა მისი  მკვლელობა აღიარა.



მსგავსი ინფორმაციები