ტრამპმა აშშ-ჩინეთის სავაჭრო მოლაპარაკებების მწარმოებელი დელეგაციები მიიღო

“მრავალ საკითხში უკვე კონსენსუსს მივაღწიეთ“

1177638
ტრამპმა აშშ-ჩინეთის სავაჭრო მოლაპარაკებების მწარმოებელი დელეგაციები მიიღო

 

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოვალურ ოფისში მიიღო აშშ-ჩინეთის სავაჭრო მოლაპარაკებების მწარმოებელი დელეგაციები და შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესას განუცხადა, რომ სავაჭრო მოლაპარაკებებში გრძელი გზა განვლეს და არც თუ ისე შორს არის ის დღე, როცა შეთანხმებას მოაწერენ ხელს, რადგან, მრავალ საკითხში უკვე კონსენსუსს მიაღწიეს და დარჩენილ უთანხმოების საკითხებში კი მოლაპარაკებებს აგრძელებენ. მისივე თქმით, როცა ყველა უთანხმოებას გადალახავენ და შეთანხმებას მიაღწევენ, მისი სურვილი იქნება ჩინელ კოლეგასთან სამიტის გამართვა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ადრე განაცხადა, რომ თუ  ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, მაშინ, 200 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ საქონელზე 10%-ის მაგივრად, 25%-იან საბაჟო გადასახადის განაკვეთს დააწესებდა. ტრამპი და მისი ჩინელი კოლეგა ში ძიანპინგი, უკანასკნელად ერთმანეთს 2018 წლის 1 დეკემბერს, არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში ჩატარებულ დიდ ოციანთა ლიდერების სამიტზე შეხვდნენ და  ახალი საბაჟო ტარიფების გაზრდის საკითხში, 90 დღიანი მორატორიუმი მიიღეს



მსგავსი ინფორმაციები