დიდ ბრიტანეთში „ბრექსიტი“-ს კრიზისი გრძელდება

პარლამენტმა „ბრექსიტი“-ს გეგმა, რომელიც ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას ისახავს მიზნად,  მესამედ არ დაუჭირა მხარი

1173558
დიდ ბრიტანეთში „ბრექსიტი“-ს კრიზისი გრძელდება

ინგლისის პარლამენტმა პრემიერმინისტრ ტერეზა მეის „ბრექსიტი“-ს გეგმა, რომელიც ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას ისახავს მიზნად,  მესამედ არ დაუჭირა მხარი. შესწორებულ ხელშეკრულებას მხარი  286-მა  დეპუტატმა დაუჭირა,  344-მა კი, წინააღმდეგ მისცა ხმა. ამით კი ოფიციალურ ლონდონს შეთანხმების გარეშე გასვლის თავიდან ასარიდებლად მოლაპარაკებების პროცესის გახანგრძლივებისთვის ვადა 12 აპრილამდე აქვს. საკითხთან დაკავშირებით ერთი შეფასება თურქეთიდანაც გაკეთდა. სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) პრესსპიკერმა ომერ ჩელიქმა გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ბრექსიტი,  ინგლის-ევროკავშირს შორის სერიოზულ პრობლემად იქცა. მისივე თქმით,  ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ბრექსიტთან დაკავშირებული პოლიტიკური პროცესი ინგლისმა სწორად ვერ მართა. მეორეს მხრივ, ბრიტანეთის პარლამენტის მიერ ბრექსიტის მიმართ მესამდე მხარის არ დაჭერას,   ევროსაბჭოს  პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საკითხთან დაკავშირებით  10 აპრილს ევროპულ საბჭოში  შეხვედრა დანიშნა.



მსგავსი ინფორმაციები